

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2020 წლებში, ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
როგორც Gmnews-სთვის გახდა ცნობილი დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტაციის მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიმდინარეობს.
დაინტერესებულ პირებს, განაცხადის გაკეთება, გორში, სამების ქუჩა N1-ში მდებარე სააგენტოს დაწესებულებაში შეუძლიათ. განაცხადის გამოგზავნა, ასევე, შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp. Gov. ge
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს