

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ რეგულაციების შესრულებით, თითოეული ჩვენგანი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ გარშემომყოფების ჯანმრთელობასაც გავუფრთხილდებით.
„ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და პირადი ჰიგიენა, ასევე, მაქსიმალურად მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამასთან, მოვერიდოთ სადღესასწაულო ღონისძიებებს არა მარტო საზოგადოებრივ დაწესებულებებში, ასევე, ოჯახებში.
ყველას, ვისაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვს, მოვუწოდებ, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე, გარშემომყოფებსაც“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს