

მთავრობა „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას არ განიხილავს - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.
„ლოკდაუნის“ შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, „ლოკდაუნი“ არ განიხილება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩაკეტვას არ განვიხილავთ,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს