

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 პაციენტიდან ერთ-ერთს მკურნალობა შიდა ქართლში უტარდებოდა.
აღნიშნული პაციენტი ხაშურის სპეციალიზებულ კოვიდკლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით შეიყვანეს და შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი.
GMnews-ის ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის ქალი ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს