

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია გრძელდება. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები, ამ დროისთვის, დასუფთავების სამუშაოებს გორში, პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ნაგავსაყრელზე ახორციელებენ. ასევე, იგეგმება მდინარე მეჯუდაზე გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიისა და აღნიშნულ ლოკაციაზე არსებული არხის სამშენებლო-საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდაც.
როგორც კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურში ამბობენ, მსგავსი ტიპის დაბინძურებული ტერიტორიები ანტისანიტარიის კერას წარმოადგენს და სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკებს ქმნის. ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები ყველა იმ ლოკაციაზე განხორციელდება, სადაც სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი ჯერ კიდევ არსებობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს