

27 ოქტომბერს, გორის მერია, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 179-ე წლის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე გეპატიჟებათ. „იაკობობა 2019“ ტრადიციულად მწერლის მშობლიურ სოფელში გაიმართება, სტუმრებს 12:00 საათიდან სხვადასხვა სახის ღონისძიებები ელოდებათ.
„მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე, წარმოდგენილი იქნება ფაცხები საშემოდგომო ნობათით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დედაენის თემატიკაზე კუთხეებს მოაწყობენ. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში მუზეუმი უფასოდ უმასპინძლებს სტუმრებს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ჩართულობით იმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს