

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, მერეთის ადმინისტრაციულ ორგანოში შემავალ სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მსხვერპლთათვის განკუთვნილი დაცვისა თუ დახმარების არსებულ მექანიზმებზე ღონისძიების მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დაინტერესებულ პირებს, საბჭოს წარმომადგენლებმა, ასევე გააცნეს მუნიციპალური პროგრამები და ისაუბრეს „გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესზე“.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს