

დღეიდან, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ორი დღის წინ მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე იგეგმებოდა, თუმცა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭომ რეგულაცია ძალაში დატოვა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს