

დელეგაციის წევრებმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
დაგეგმილი თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტების ხელშეწყობა, მეცნიერებისა და ტექნიკის, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარება იგეგმება.
საქმიანი დიალოგის დასრულების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, ასევე, დაესწრნენ პროდუქციის წარმოების პროცესს შპს „კულა“-ში და მოუსმინეს გორის ქალთა კამერული გუნდის რეპერტუარს.
ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი გორში ქალაქ იუნფუში კონსტანტინე თავზარაშვილისა და იუნფუს მერის ვან შენს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს