

დღეს სურსათის პაკეტები ყოფილ „ნარკოლოგიურის“ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცა.
„კორნავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფორნზე უსახსროდ დარჩენილი და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამიოყო. აღნიშნული თანხით 50 ლარის ღირებულების სურსათის პაკეტებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 ათასი ოჯახი, ეტაპობრივად მიიღებს. ამასთან, მერიამ სხვადასხვა ორგანიზაციებისგანაც მიიღო შემოწირულობა. ეს პროდუქტები გადაუნაწილდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ცხოვრება მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ.
გორის მერია დიდ მადლობას უხდის აღნიშნულ ორგანიზაციებს და კერძო პირებს მხარდაჭერისათვის და ქველმოქმედებისთვის“, - აცხადებენ გორის მუნიცპალიტეტის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს