ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოს ზოოპარკის ბინადარ გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ზოოპარკის დირექტორმა ლიზა პეტერსონმა The Guardian-თან აღნიშნა, რომ რამდენიმე გორილას ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ხველაც აღენიშნება.
ექსპერტების ინფორმაციით, სან-დიეგოს ზოოპარკის შემთხვევა პრიმატებში ვირუსის გავრცელების პირველი დადასტურებული ფაქტია.
როგორც კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომ ამ ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა, გორილები კოვიდ 19-ით სავარაუდოდ, ზოოპარკის თანამშრომლისგან დაინფიცირდნენ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი