

ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. ჰოსპიტალში მოთავსებული წიკლაური ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, 75 წლის მომღერალს კოვიდ-19 დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი იგი გორის ჰოსპიტალში მოათავსეს. თემურ წიკლაურს მესამე კვირაა სტაციონარული მკურნალობა უტარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს