

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - კვარხეთისა და ზერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 3 347 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს ჩაუტარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სატენდერო ღირებულება 1 025 240 ლარს შეადგენს.
GMnews-ის ინფორმაციით, დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე, ქვეითებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გაჩენილია ე.წ. ორმოულებიც, რომელიც მოძრაობას განსაკუთრებით უამინდობაში აფერხებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს