

სამეფო ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის სამანქანო და საფეხმავლო გზებისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; ტროტუარზე მოეწყობა ქვაფენილი, დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე ტიპის გარეგანათება, დეკორატიული სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი, მოეწყობა გამწვანების ზოლი. პროექტი, ასევე მოიცავს ყველა ტიპის კომუნიკაციის (ელექტროსადენები, გაზის, წყლის და კანალიზაციის) ახალი მიწისქვეშა ქსელების მოწყობას, რაც აქამდე აღნიშნულ ქუჩას არ ჰქონია.
660 მეტრი სიგრძის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას 2 053 186 ლარი მოხმარდება. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს..jpg)


287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს