

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური სამუშაო ადგილის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვაკანსია მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების მე - III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე გამოაცხადა.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატებს, უმაღლეს განათლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობასთან ერთად, ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 14 თებერვალია.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.HR.gov.ge -ზე უნდა გაიარონ და კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს