

უწყება სკოლების მონიტორინგს განახორციელებს და შეამოწმებს, რამდენად იცავენ ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს, - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
„სპეციალური პლატფორმა აეწყო ელექტრონულად, სადაც ჩვენ მოვახდენთ ანალიზს, რამდენად იცავს სკოლა დადგენილ წესებს. პირველ რიგში, რეკომენდაციებს გავცემთ სკოლებისთვის, რომ ხარვეზები რაც დაფიქსირდა, გამოსწორდეს. მონიტორინგი ჩატარდება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმებთან მიმართებაში, არის თუ არა წყლის მარაგი, თხევად საპიონთან და სადეზინფექციო საშუალებებთან დაკავირებით, გამოკრულია თუ არა საინფორმაციო პოსტერები, არის თუ არა დამტკიცებული მშობელთან კომუნიკაციის დოკუმენტი და ა.შ.“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს