

კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისის მიწოდება დღეიდან განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
შესაბამისად, დღეიდან შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და უკვე შესაძლებელია იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებაც.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს