

დღეს, 23 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება, დაბალი ტემპერატურა, მცირე ნალექი თოვლჭყაპის სახით და ქარი 12 მ/წ.
ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსს მიაღწევს, თუმცა, პარალელურად, გაძლიერდება ქარი და საღამოს საათებში ნალექიც მოიმატებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, გორში უამინდობაა ნავარაუდევი ხვალ, 24 თებერვალსაც. თოვლ-ჭყაპი, დაბალი ტემპერატურა და ქარი 7-9 მ/წ. ხვალ მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი