

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სპორტული დარბაზები 15 მარტიდან გაიხსნება და წინასწარ განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაგრძობს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. ხვალიდან კი იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს