

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ტესტირება დაიწყო. როგორც GMnews-ს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, უკვე დასრულდა სამი საბავშვო ბაღის პერსონალის კვლევა, დღის ბოლომდე კი, კორონავირუსზე კიდევ ოთხი დაწესებულების თანამშრომლები გაიტესტებიან.
„დავიწყეთ საბავშვო ბაღების თანამშრომლების ტესტირება. 20 %-ს ჩაუტარდება PCR ტესტი, 80 % კი - ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით შემოწმდება. ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია სამი დაწესებულების პერსონალის ტესტირება, დღის ბოლომდე კი, კიდევ ოთხი საბავშვო ბაღის თანამშრომლები შემოწმდებიან კორონავირუსზე“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარი გიუნაშვილმა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი