

3 მარტს საქართველოში უქმე დღეა. ხვალ ქვეყანაში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
თავდაპირველად, დედის დღეს საქართველოში 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე - უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა, დედის დღე ცალკე აღინიშნება და ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ცნობისთვის, 3 მარტს დედის დღეს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი