

საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვის გამო, 17 მარტს, ღამის საათებში გორის მუნიციპალიტეტს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ამავე პერიოდში ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა შიდა ქართლს, რამდენიმე რეგიონს და დედაქალაქის დიდ ნაწილს. დენის გათიშვის მიზეზი ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ადმინისტრაციამ განმარტა.
,,საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს