

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
შესაბამის ბრძანებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა. თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა 16 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღო.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი