

სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი დათა ვანიშვილი ,,სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააავრცელა.
„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს არსებულ სასაფლაოზე დათა ვანიშვილი დღეს დაკრძალეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს