

დღეიდან, 25 მარტიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში ორი ვაქცინით - ,,ასტრაზენეკათი" და ,,ფაიზერით" გაგრძელდება.
,,ფაიზერი" აშშ-დან საქართველოში თვითმფრინავით გვიან ღამით ჩამოვიდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილებაა მიზნობრივ ჯგუფებთან დაკავშირებითაც და დღეიდან, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას და რიგის დაჯავშნას 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც შეძლებენ.
აქვე გეტყვით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯავშნის რეგისტრაციის დროს, პირს თავად ექნება არჩევანის საშუალება ,,ასტრაზენეკასა" და ,,ფაიზერს" შორის.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს