

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება. ამ დროისთვის, დაწესებულებაში სველი წერტილების, მწვრთნელების ოთახების და ოთხი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სასპორტო სკოლაში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, გორის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო. კონსტანტინე თავზარაშვილი, ასევე, გაესაუბრა დაწესებულების ხელმძღვანელობასაც და დღის წესრიგში მდგარ საჭიროებები განიხილა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს.
სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობას 1500 - ზე მეტი აღსაზრდელი ეუფლება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს