

ამ წუთებში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები სწორედ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კორონავირუსის ვაქცინაციაზე მოქალაქეების კიდევ ერთი ჯგუფის დამატებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. თავდაპირველად, ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს ჰქონდათ, 25 მარტიდან
კი, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ აცრა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს