

გორში, ფარნავაზის ქუჩის და საფეხმავლო სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 370 მ-ზე
გზის მოწყობა ასფალტობეტონით; 63 მ.კვ-ზე მიერთებების მოწყობა ასფალტობეტონით; ტროტუარების, ბორდიურების და გამწვანების ზოლის მოწყობის სამუშაოები; ნალექის სადრენაჟე გოფრირებული მილის მოწყობა 720 მ-ზე; 12 ადგილას ჭის თავების ამაღლება მონოლითური რკინა ბეტონით.
მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 350.000 ლარია.
სამუშაოების შესრულების ვადა 90 კალენდარულ დღეს მოიცავს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს