

კოვიდინფიცირებულთა ამგვარი მატება თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, საზოგადოების მიერ დაწესებული რეგულაციების დაუცველობის შემთხვევაში, მკაცრი შეზღუდვების დაწესება ისევ გახდება საჭირო.
„თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან, მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნა იმაზე, თუ რამდენიად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს. მხოლოდ მათი ზედმიწევნით დაცვა იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ აღარ მოგვიწიოს მკაცრი შეზღუდვების დაბრუნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს