

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება.
„ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ. ეპიდემიის გავრცელების რისკი ბაღებსა და სკოლებში მაღალია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს