

7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა, მას შემდეგ ეს თარიღი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.
ყოველი წლის 7 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცდილობს, ერთი რომელიმე დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.
2021 წელს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე იმართება დევიზით: „ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი მსოფლიო“.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი