

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს და ამჟამინდელი მდგომარეობით, 15 700-მდე ადამიანია აცრილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამა დედაქალაქში უფრო აქტიურად მიმდინარეობს ვიდრე რეგიონებში.
''ვაქცინაცია გრძელდება და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვაქცინების დამატებითი დოზები მოვიზიდოთ. აქტივობაც იზრდება. გვიხდება დამატებით კლინიკების მობილიზება თბილისში იმისთვის, რომ მაღალი მოთხოვნა ვაქცინაზე დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება რეგიონებს, სამწუხაროდ, აქტივობა ძალიან დაბალია. დღევანდელი მდგომარეობით, მიზანი ნახევრად მიღწეულია, ჩვენი მიზანია დღეში 3 ათასი ადამიანი აიცრას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს