

2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. ტრადიციულად, აღდგომის მეორე დღეს, ქრისტიანები გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე გადიან. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, გასულ წელს მოსახლეობამ საფლავებზე გასვლა ვერ შეძლო.
წელს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმეებად გამოცხადებულია 4-11 მაისი. სასაფლაოებზე გადაადგილების შესაძლო შეზღუდვაზე მთავრობის გადაწყვეტილება კი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს