

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი ვისრუსით ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან, 80 ფაქტი დაფიქსირდა შიდა ქართლში. მხარის გუბერნატორის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვაზე.
,,რეგიონში მიმდინარე ინტენსიური ტესტირების საფუძველზე, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 80 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რაც ნამდვილად საყურადღებოა. შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი არსებული რეგულაციების და პროტოკოლის დაცვაზე. რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედ პოლიციის სამ საგუშაგოს, ჯერჯერობით აგრძელებს ფუნქციონირებას და ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს