

30 აპრილს, 1,2 და 3 მაისს მოქალაქეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ზემოხსენებული თარიღები, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულში დასვენების დღეებადაა გამოცხადებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილი, 1, 2 და 3 მაისი სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღეებად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს