
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით დღეს საჯაროდ აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისს „სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება, ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.
დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინით („ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“) აცრა მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში და პროცესში ჩართულია 137 ბრიგადა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში „სინოფარმის“ 100 000 დოზაა შემოსული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს