

ქვეყანაში დღეიდან მოქმედი უქმე დღეების მიუხედავად, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალი ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებელს.
როგორც უწყებაში განმარტეს, სააგენტოს სერვისებით სარგებლობა მხოლოდ სააღდგომო უქმეებზე - 30 აპრილს, 1, 2 და 3 მაისს - იყო შეჩერებული, რადგანაც აღნიშნული თარიღები, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულში დასვენების დღეებად იყო გამოცხადებული. დღეიდან კი, მომსხურების სააგენტოს ყველა ფილიალმა მუშაობა განაახლა და მომხმარებელს ყველა სერვისის მიღება შეუძლია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს