

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 6 მაისს, საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 000 დოზა შემოვა.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, ვაქცინის აღნიშნული რაოდენობა განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა უკვე გაიკეთა.
„საქართველოში „ასტრაზენეკა“ 6 მაისს კიდევ შემოვა, ეს იქნება 43 000 დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა უკვე გაიკეთა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და ჯავშანი კიდევ 10 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს „ასტრაზენეკას“ ათვისებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს