
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.
გომელაურმა, აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) ჩაიტარა.
„აცრა ჩავიტარე „სინოფარმის“ ვაქცინით. ეს ნაბიჯი გადავდგი იქიდან გამომდინარე, რომ მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე, ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმის“ თუ სხვა სახის ვაქცინა. სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ვისაც ექიმების რეკომენდაცია ექნება“, - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს