

WHO-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, "სინოფარმის" ვაქცინა გაეროს მიერ მხარდაჭერილ COVAX პროგრამაში უახლოეს კვირებსა თუ თვეებში შევა და გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმო-ს რეგიონალური ოფისის საშუალებით განაწილდება.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი მოხმარებისთვის ჩამონათვალში შეიყვანა პეკინის ვაქცინა ,,სინოფარმი", რითაც იგი გახდა მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო WHO-ს დადასტურება უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხისთვის. ეს აფართოებს ვაქცინების ჩამონათვალს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სანდოობა", - ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს