

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 535 კვლევა ტესტით, რის შედეგად, ინფიცირების 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 322 468-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439 პირი, და გარდაიცვალა 24 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 4 305 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც მძიმე პაციენტია 924, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 197 პირი.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება