

ქვეყანაში 4-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა და მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული გრაფიკით მუშაობს, მოსახლეობას კი მგზავრობისას კვლავ პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა მოუწევს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე ისევ ძალაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ასევე განახლდა სასწავლო დაწესებულებების - სკოლებისა და საბავშვო ბაღების ფუნქციონირებაც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს