

დღეს გორში სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება.
როგორც ცნობილია, სხდომის მონაწილეთა შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მამუკა საღარეიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იქნებიან.
ცნობისთვის, შეხვედრა დღეს, 11:30 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ - ამოქმედების შესახებ, პრემიე-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 აპრილს განაცხადა. „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს