

მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, ეპიდვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, პირველი ივნისიდან შემდგომი შემსუბუქებებიც ამოქმედდეს.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ, ცხადია რეგულაციების სრული დაცვით. ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიური ტენდენციაზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში პირველი ივნისიდან ამ ამიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქებაც იქნას მიღებული,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, კვების ობიექტები შაბათ-კვირას მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს