

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირი, რომელსაც B1 351-ით ინფიცირება დაუდასტურდა, საქართველოს მოქალაქეა და მისი დაინფიცირება დუბაიში მოგზაურობას უკავშირდება.
,,დაავადებათა კონტროლის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ რომ არ იყოს გარკვეულწილად დისკრიმინაციული, არ მოვიხსენიიოთ ე.წ. ინდული, ბრიტანული ან სამხრეთ აფრიკული შტამი, ამიტომ, მოგახსენებთ, რომ საქართველოში დადასტურდა B1 351-ით ინფიცირება. პირი, რომელსაც ამ შტამით ინფიცირება დაუდასტურდა, საქართველოს მოქალაქეა დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. გამოკვლეულია კონტაქტები, მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს