
კორონავირუსის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, ახალი პორტალი DataCov.moh.gov.ge შეიქმნა.
აღნიშნული პორტალის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებულ ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.
ამასთან, DataCov.moh.gov.ge-ზე განთავსებულ COVID-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტაზე მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს