

სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სტაბილურად მორწყვის უზრუნველყოფას ითვალისწინებს პროექტი, რომელიც ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მთლიანობაში, 18 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხების მოწყობაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს