

პლატფორმა worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების 13.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 174 მილიონს გადააჭარბა.
ვირუსისგან განიკურნა 157 მილიონი ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.2 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 28.9 მილიონი შემთხვევით, მესამეზე - ბრაზილიაა, სადაც ინფიცირების 16.9 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.
რაც შეეხება საქართველოს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში ვირუსს 4 910 პირი ემსხვერპლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს