

გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ, 2019 წელს, 7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული თარიღი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, წელს, მესამედ აღინიშნება.
როგორც თარიღის დაარსების ინიციატორები აცხადებენ, აღნიშნული დღის დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის და იმ გამოწვევებს, რომელიც ამ სფეროში არსებობს. კვების უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ქვეყნის კეთილდღეობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ბიზნესთან, ტურიზმთან და, ზოგადად, ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან.
2021 წელს, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - უვნებელი სურსათი ჯანმრთელი მომავლისთვის.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს