

დღეს, 9 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და დღის მეორე ნახევარში წვიმა. ჰაერი + 25 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალიდან, 10 ივნისიდან 4 დღის განმავლობაში კი გორის მუნიციპალიტეტში ასევე ღრუბლიანი ამინდი და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი.
ხვალ, 10 ივნისს, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, თუმცა, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნახევრადღრუბლიანი ამინდი და პერიოდულად ნალექი წვიმის სახით.
ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექია ნავარაუდევი 11, 12 და 13 ივნისსაც. რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, 11 ივნისს მოსალოდნელია +26, 12-ში +28, 13 ივნისს, კვირას კი + 22 გრადუსი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს